logo
ENG



უკრაინის გენპროკურორი: ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა

04 აპრ 202221:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/v8btog6mt927j02.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას განცხადებით, კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა.

როგორც გენპროკურორმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც კიევის ოლქი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, ირპენში, ბუჩასა და ვორზელში არსებული ვითარება მუშავდება.

"შეგვიძლია კიევის ოლქზე საგნობრივი საუბარი დავიწყოთ, რადგან გუშინ მასზე წვდომა მივიღეთ. ვამუშავებთ ირპენს, ბუჩასა და ვორზელს. სინამდვილეში მსხვერპლის თვალსაზრისით ბოროდიანკაში ყველაზე ცუდი სიტუაციაა. ვფიქრობ, ბოროდიანკაზე ცალკე ვისაუბრებთ", - თქვა ვენედიკტოვამ. 

უსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.


close დახურვა