უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინულმა არმიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა რუსი ოკუპანტებისგან.
გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსეი გრომოვი ამბობს, რომ 21 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ხარკივის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად 39 დასახლება გაათავისუფლეს, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი.
ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ 3-4 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში რუსეთი სარეზერვო ძალებით ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა გუშინ, 6 ოქტომბერს თვა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის რეგიონში ჯამში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი გაათავისუფლეს.
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული დასახლებებია: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი, დიდი და პატარა ალექსანდროვკა.
ფრონტის ხაზის გარღვევა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები - რა ხდება ხერსონში