უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 5 მარტის ჩათვლით რუსულმა ძალებმა 44 თვითმფრინავი და 44 ვერტმფრენი დაკარგეს. საუბარია რამდენიმე გამანადგურებელსა და ბომბდამშენებზე.
გენშტაბის მონაცემებით, უკრაინულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს: გამანადგურებლები - Су-25, Су-34, ასევე Су-30.
ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ათობით ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.