logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით წარმატებას ვაღწევთ

16 სექ 202316:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/d68wiv7bjl5smvk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით წარმატებას აღწევენ.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით კლიშივკაში, ხოლო მელიტოპოლის მიმართულებით, ზაპოროჟიეს ოლქის ვერბოვოსა და ნოვოპროკოპოვკას რაიონებში წარმატებას მიაღწიეს.

ბახმუტის მიმართულებით, იაგოდნოესა და ბოგდანოვკას რაიონებში მტერი წარუმატებლად ცდილობდა უკრაინული თავდაცვის გარღვევას", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინული არმია ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებს, მტერზე ზეწოლას ახდენს და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებს.  


close დახურვა