უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საზღვართან დაზვერვა გააძლიერეს.
უწყების ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით ბელარუსმა დაზვერვა ვოლინისა და პოლისიეს მიმართულებით გააძლიერა.
„ვოლინისა და პოლისიას მიმართულებით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დაზვერვა გააძლიერეს და გომელის რეგიონის საზღვრის მიმდებარედ დამატებითი სადაზვერვო ელექტრონული მოწყობილობები დაამონტაჟეს. ეს არის უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის საშიშროება“ - წერია გენშტაბის განცხადებაში.
10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ ბელარუსი ჯარისკაცების 7 ბატალიონი ბრესტისა და გომელის რეგიონებში უკრაინა-ბელარუსის საზღვართანაა განთავსებული.
ამავე დღეს ბელარუსის შეიარაღებული ძალების უფროსმა, ვიქტორ გულევიჩმა კი განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარედ სპეციალური ოპერაციების ძალების განთავსება იგეგმებოდა.