logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში მტრის 22 შეტევა მოვიგერიეთ

31 მაი 202314:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/slp8xyy4scpeuft.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 22 შეტევა მოიგერიეს.

"გასული დღეების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა გაანხორციელა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა, დაზიანდა კერძო სახლები და ინფრასტრუქტურა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 88. მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 910 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა