logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

22 აგვ 202319:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/b03wnpzywbj9bp3.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 2 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 45. რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება. გასული დღის განმავლობაში, 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 258 340 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა