უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
"გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 39 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 49. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.