logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მელიტოპოლში დანაკარგების გამო, რუსეთი იძულებულია რეზერვები გამოიყენოს

25 სექ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/k3qs5n8kkq3kacm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მელიტოპოლში დანაკარგების გამო, რუსეთი იძულებულია რეზერვები გამოიყენოს.

"მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. მათ ჯარების გადაადგილება და რეზერვების გამოყენება უწევთ.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეტევა მელიტოპოლის მიმართულებით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში წარმატებით მოიგერიეს. კერძოდ, საუბარია ვერბოვოზე, მალაია ტოკმაჩკაზე, რაბოტინოსა და ნოვოდანილოვკაზე", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების თავდასხმები ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და მელიტოპოლის მიმართულებით მოიგერიეს.


close დახურვა