უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკის ბლოკირებას ცდილობენ.
გენშტაბის ცნობით, ვერხნეკამენკასა და ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან ბრძოლები გრძელდება.
"დონეცკის მიმართულებით მტერი, არტილერიის მხარდაჭერით, ცდილობს მოახდინოს ქალაქ ლისიჩანსკის ბლოკირება და კონტროლი დაამყაროს ლისიჩანსკ-ბახმუტის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ლისიჩანსკის დასახლებულ პუნქტებში. ვოლჩეიაროვკას მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა. ის ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენკას მახლობლად და თავდასხას აგრძელებს ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.