logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 102 050 ჯარისკაცი დაკარგა

25 დეკ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/25/j1fgm2q9t1jkwy7.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 102 050 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3011
  • ჯავშანტექნიკა - 6010
  • საარტილერიო სისტემა - 1991
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 418
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 212
  • თვითმფრინავი - 283
  • ვერტმფრენი - 267
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1706
  • ფრთოსანი რაკეტა - 653
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4635
  • სპეცტექნიკა - 178

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა