logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 250 ჯარისკაცი დაკარგა

30 დეკ 202214:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/u3ajmflf2d7wv7h.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 250 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3026
  • ჯავშანტექნიკა - 6059
  • საარტილერიო სისტემა - 2010
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 423
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 212
  • თვითმფრინავი - 283
  • ვერტმფრენი - 268
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1740
  • ფრთოსანი რაკეტა - 711
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4683
  • სპეცტექნიკა - 180

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა