უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 111 760 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3080
- ჯავშანტექნიკა - 6147
- საარტილერიო სისტემა - 2069
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 434
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 217
- თვითმფრინავი - 285
- ვერტმფრენი - 275
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1856
- ფრთოსანი რაკეტა - 723
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4809
- სპეცტექნიკა - 183
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.