უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 120 760 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3145
- ჯავშანტექნიკა - 6268
- საარტილერიო სისტემა - 2144
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 445
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 220
- თვითმფრინავი - 287
- ვერტმფრენი - 277
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1892
- ფრთოსანი რაკეტა - 749
- გემი/ნავი - 17
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4932
- სპეცტექნიკა - 193
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.