უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 159 090 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3466
- ჯავშანტექნიკა - 6769
- საარტილერიო სისტემა - 2487
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 493
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 259
- თვითმფრინავი - 304
- ვერტმფრენი - 289
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2108
- ფრთოსანი რაკეტა - 907
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5348
- სპეცტექნიკა - 242
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.