უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 175 160 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3619
- ჯავშანტექნიკა - 6993
- საარტილერიო სისტემა - 2694
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 527
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 280
- თვითმფრინავი - 306
- ვერტმფრენი - 291
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2262
- ფრთოსანი რაკეტა - 911
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5553
- სპეცტექნიკა - 298
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.