logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 176 240 ჯარისკაცი დაკარგა

05 აპრ 202315:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/lnufkntso1mgfz9.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 176 240 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3629
  • ჯავშანტექნიკა - 7005
  • საარტილერიო სისტემა - 2707
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 532
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 280
  • თვითმფრინავი - 306
  • ვერტმფრენი - 291
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2283
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5573
  • სპეცტექნიკა - 299

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა