logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 199 980 ჯარისკაცი დაკარგა

16 მაი 202313:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/xvuypvqu1w6qg71.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 199 980 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3762
  • ჯავშანტექნიკა - 7348
  • საარტილერიო სისტემა - 3150
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 562
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 316
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2732
  • ფრთოსანი რაკეტა - 973
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6048
  • სპეცტექნიკა - 410

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა