logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 203 160 ჯარისკაცი დაკარგა

21 მაი 202310:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/21/774khlmjs02mp3s.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 203 160 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3783
  • ჯავშანტექნიკა - 7398
  • საარტილერიო სისტემა - 3258
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 564
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 327
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2822
  • ფრთოსანი რაკეტა - 1011
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6115
  • სპეცტექნიკა - 425

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა