logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 204 360 ჯარისკაცი დაკარგა

23 მაი 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/23/4db1zzvyw82jroy.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 204 360 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3789
  • ჯავშანტექნიკა - 7419
  • საარტილერიო სისტემა - 3318
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 565
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 327
  • თვითმფრინავი - 309
  • ვერტმფრენი - 295
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2864
  • ფრთოსანი რაკეტა - 1015
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6139
  • სპეცტექნიკა - 433

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა