უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 206 200 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3799
- ჯავშანტექნიკა - 7442
- საარტილერიო სისტემა - 3406
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 572
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 329
- თვითმფრინავი - 310
- ვერტმფრენი - 296
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2941
- ფრთოსანი რაკეტა - 1025
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6172
- სპეცტექნიკა - 449
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.