logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 209 470 ჯარისკაცი დაკარგა

03 ივნ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/k7l4e66z3jhc0if.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 209 470 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3829
  • ჯავშანტექნიკა - 7502
  • საარტილერიო სისტემა - 3533
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 582
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 342
  • თვითმფრინავი - 313
  • ვერტმფრენი - 298
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3165
  • ფრთოსანი რაკეტა - 1132
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6289
  • სპეცტექნიკა - 475

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა