logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა

05 ივნ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/05/n0btzv2y251sak5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3848
  • ჯავშანტექნიკა - 7523
  • საარტილერიო სისტემა - 3567
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 584
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 349
  • თვითმფრინავი - 313
  • ვერტმფრენი - 298
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3189
  • ფრთოსანი რაკეტა - 1136
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6312
  • სპეცტექნიკა - 484

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა