logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 216 180 ჯარისკაცი დაკარგა

12 ივნ 202311:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/h4ostw04jy72ctl.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 216 180 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3931
  • ჯავშანტექნიკა - 7636
  • საარტილერიო სისტემა - 3746
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 601
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 362
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 299
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3307
  • ფრთოსანი რაკეტა - 1183
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6471
  • სპეცტექნიკა - 510

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა