logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 216 650 ჯარისკაცი დაკარგა

13 ივნ 202313:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/13/h9pxeizo3erz5gn.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 216 650 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3935
  • ჯავშანტექნიკა - 7642
  • საარტილერიო სისტემა - 3766
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 601
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 363
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 300
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3309
  • ფრთოსანი რაკეტა - 1183
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6473
  • სპეცტექნიკა - 511

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა