logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 243 220 ჯარისკაცი დაკარგა

25 ივლ 202310:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/6hx9ve4rztwttzr.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 243 220 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4174
  • ჯავშანტექნიკა - 8131
  • საარტილერიო სისტემა - 4705
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 698
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 454
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 310
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3977
  • ფრთოსანი რაკეტა - 1307
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7194
  • სპეცტექნიკა - 703

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა