logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 246 690 ჯარისკაცი დაკარგა

01 აგვ 202315:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/y0nhte0u4fx2l84.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 246 690 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4216
  • ჯავშანტექნიკა - 8205
  • საარტილერიო სისტემა - 4839
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 699
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 462
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 311
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4027
  • ფრთოსანი რაკეტა - 1347
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7324
  • სპეცტექნიკა - 718

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა