logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 248 490 ჯარისკაცი დაკარგა

04 აგვ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/muqn1al0li65ro6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 248 490 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4228
  • ჯავშანტექნიკა - 8249
  • საარტილერიო სისტემა - 4911
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 704
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 466
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 311
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4104
  • ფრთოსანი რაკეტა - 1347
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7392
  • სპეცტექნიკა - 724

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა