უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 275 460 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4655
- ჯავშანტექნიკა - 8912
- საარტილერიო სისტემა - 6210
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 789
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 530
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 316
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4867
- ფრთოსანი რაკეტა - 1518
- გემი/ნავი - 20
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8716
- სპეცტექნიკა - 912
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.