უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 42 340 კარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1811
- ჯავშანტექნიკა - 4070
- საარტილერიო სისტემა - 960
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 261
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 132
- თვითმფრინავი - 223
- ვერტმფრენი - 192
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 754
- ფრთოსანი რაკეტა - 182
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 2993
- სპეცტექნიკა - 86
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.