logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 46 250 ჯარისკაცი დაკარგა

26 აგვ 202210:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/34rvc6psxf35cx6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 46 250 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 1936
  • ჯავშანტექნიკა - 4251
  • საარტილერიო სისტემა - 1040
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 272
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 148
  • თვითმფრინავი - 234
  • ვერტმფრენი - 202
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 834
  • ფრთოსანი რაკეტა - 196
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3162
  • სპეცტექნიკა - 99

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა