logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 50 610 ჯარისკაცი დაკარგა

07 სექ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/50ytri2y1vkz1f4.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 50 610 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2097
  • ჯავშანტექნიკა - 4520
  • საარტილერიო სისტემა - 1194
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 300
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 156
  • თვითმფრინავი - 237
  • ვერტმფრენი - 208
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 880
  • ფრთოსანი რაკეტა - 214
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3320
  • სპეცტექნიკა - 109

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა