logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 60 430 ჯარისკაცი დაკარგა

03 ოქტ 202213:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/37pwbcqxdz0x4a2.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 60 430 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2380
  • ჯავშანტექნიკა - 4991
  • საარტილერიო სისტემა - 1405
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 338
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 176
  • თვითმფრინავი - 265
  • ვერტმფრენი - 228
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1026
  • ფრთოსანი რაკეტა - 246
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3811
  • სპეცტექნიკა - 131

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა