logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა

07 ოქტ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/9dqtwx5bj3ek0uk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2466
  • ჯავშანტექნიკა - 5093
  • საარტილერიო სისტემა - 1455
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 344
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 177
  • თვითმფრინავი - 266
  • ვერტმფრენი - 233
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1067
  • ფრთოსანი რაკეტა - 246
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3862
  • სპეცტექნიკა - 135

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა