logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 63 110 ჯარისკაცი დაკარგა

11 ოქტ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/j3ot6grse0wkesb.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 63 110 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2504
  • ჯავშანტექნიკა - 5162
  • საარტილერიო სისტემა - 1496
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 353
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 181
  • თვიმთფრინავი - 268
  • ვერტმფრენი - 235
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1114
  • ფრთოსანი რაკეტა - 295
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3916
  • სპეცტექნიკა - 136

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა