logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 070 ჯარისკაცი დაკარგა

22 ოქტ 202210:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/21vci1avvcaw4rt.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 070 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2579
  • ჯავშანტექნიკა - 5266
  • საარტილერიო სისტემა - 1653
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 373
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 189
  • თვითმფრინავი - 270
  • ვერტმფრენი - 243
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1341
  • ფრთოსანი რაკეტა - 329
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4021
  • სპეცტექნიკა - 148

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

 

close დახურვა