უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 70 250 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2659
- ჯავშანტექნიკა - 5401
- საარტილერიო სისტემა - 1708
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 380
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 195
- თვითმფრინავი - 273
- ვერტმფრენი - 252
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1406
- ფრთოსანი რაკეტა - 351
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4107
- სპეცტექნიკა - 152
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.