უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 71 200 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2672
- ჯავშანტექნიკა - 5453
- საარტილერიო სისტემა - 1724
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 383
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 197
- თვითმფრინავი - 274
- ვერტმფრენი - 252
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1412
- ფრთოსანი რაკეტა - 352
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4120
- სპეცტექნიკა - 154
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.