logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 74 840 ჯარისკაცი დაკარგა

04 ნოე 202212:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/2lorgd1jf55wkg1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 74 840 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2750
  • ჯავშანტექნიკა - 5580
  • საარტილერიო სისტემა - 1772
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 391
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 201
  • თვითმფრინავი - 277
  • ვერტმფრენი - 258
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1450
  • ფრთოსანი რაკეტა - 397
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4174
  • სპეცტექნიკა - 155

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა