logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 87 900 ჯარისკაცი დაკარგა

28 ნოე 202211:31
3 წუთის საკითხავი
clock 368
2022/11/28/pfsw7zh1dz9fxkj.jpg

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 87 900 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2908
  • ჯავშანტექნიკა - 5861
  • საარტილერიო სისტემა - 1899
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 395
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 209
  • თვითმფრინავი - 278
  • ვერტმფრენი - 261
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1555
  • ფრთოსანი რაკეტა - 531
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4416
  • სპეცტექნიკა - 163

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა