logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან რუსეთში სულ მცირე 12 კომისარიატი დაწვეს

19 მაი 202217:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/e14knwx7sgama0j.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთში სულ მცირე 12 კომისარიატი დაწვეს.

გენშტაბის წარმომადგენელი ალექსეი გრომოვი ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 კომისარიატი დაწვეს: როსტოვში, რიაზანში, ვოლგოგრადში და ომსკში.

გრომოვის თქმით, რუსეთი ცდილობს დანაკარგების შევსებას, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმში დისლოცირებისთვის.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 28 500 სამხედრო დაკარგა.


close დახურვა