უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები ხერსონში ადგილობრივების სახლებსი იჭრებიან და მათ ძარცვავენ.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლიუბიმოვკას დასახლებაში, ოკუპანტები უკანონოდ შედიან კერძო სახლებში და ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრებას ძარცვავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში რუსული ჯარები მოსახლეობას ატერორებენ. ამასთან, 11 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსებმა ხერსონის აქტიური დაბომბვა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ბელოზერკაში ჰუმანიტარულ პუნქტს დაარტყეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.