უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა, დონბასში, მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის 8 ტანკი და 5 ჯავშანტექნიკა.
ამასთანავე, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მარიუპოლის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირებას აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, ზოგიერთ რაიონში კი რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს აზოვსტალზე კონტროლის დამყარების მიზნით.
გენშტაბის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო პოპასნას დასახლებულ პუნქტზე სრული კონტროლის დამყარებაზე.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა განაახლეს შეტევები დიმანისა და სივერსკის დასახლებებზე.