logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: უკრაინელები დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატებას აღწევენ

12 სექ 202320:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/w6d499ldbviyp8d.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელები დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატებას აღწევენ.

"თავდაცვის ძალები წარმატებას აღწევენ დონეცკის ოლქის კლიშეევკას და ზაპოროჟიეს ოლქის რაბოტინოს მახლობლად. უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ.

უკრაინელებმა მტერი დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილევკას რაიონში შეაკავეს, ავდიივკაში კი მტრის 10-მდე თავდასხმა მოიგერიეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის თქმით, დღის განმავლობაში რუსეთთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა  3 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 36.


close დახურვა