logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, ბერესტოვოს გარეუბანში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს

20 ივნ 202213:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/20/dcpz7i7r240tnaq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თქმით, სოფელ ბერესტოვოს გარეუბანში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ აგრესორი სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აგრძელებს.

"ბერესტოვოს დასახლების აღმოსავლეთ გარეუბანში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.

რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემას ზრდიან," - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილდ და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა