უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ლისიჩანსკისთვის ბრძოლის შემდეგ უკრაინის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები დაეტოვებინათ.
"ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.