logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, რუსეთი კონცენტრირებულია სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარებაზე

31 მაი 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/9wlmji78ktcvqg0.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები კონცენტრირებული არიან ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარებაზე. არმიის თქმით, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებია და რუსეთი თავდასხმის ოპერაციებს აგრძელებს.

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ სევეროდონეცკი, რომელიც აღმოსავლეთ ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს, მუდმივად იბომბება. რუსული ძალები კი ქალაქისა და უკრაინელი დამცველების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბი ამბობს, სევეროდონეცკის დასავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრში, ლიმანის რეგიონში, რუსეთი გადაჯგუფების პროცესშია და შეტევისთვის ემზადება.

უკრაინის გენშტაბის თქმით, დაძაბული ვითარებაა ასევე დონეცკის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც რუსული ძალები ნაღმტყორცნებს, საარტილერიო და სარაკეტო იარაღს იყენებენ.


close დახურვა