logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფებას შეეცდებიან

17 ნოე 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/jte3bpkv6bpkv9z.jpg

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ოკუპანტები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფებას შეეცდებიან.

"ოკუპანტები რაიმე სახის გადაჯგუფებას შეეცდებიან. ისინი ყველანაირი სცენარისთვის ემზადებოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ [დნეპრის] მარცხენა სანაპიროდან უკან დახევა მოუწევდათ. ნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია შემდგომში.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები ფრონტზე რუსეთის თავდაცვის სუსტი წერტილების შესწავლას აგრძელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცნობით, მტერს, სავარაუდოდ, შემუშავებული აქვს გეგმა, კერძოდ, რუსებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამი ტაქტიკური ჯგუფის შექმნა სურთ.


close დახურვა