logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: უკრაინაში ომის გაგრძელების ღიად მომხრე მხოლოდ პუტინი და შოიგუა

12 მარ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/jbie1pc3fzzun89.jpg

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრე მხოლოდ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფორმა, კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე განაცხადა.

"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში, ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, რომელიც პირდაპირ გამოდის ომის გაგრძელებით. ყველა დანარჩენი ამის დასრულებას ცდილობს.

ორი ადამიანი აბსოლუტურად ღიად გამოდის ომის გაგრძელებით - ესაა პუტინი და შოიგუ. რუსეთის გენერალიტეტიც კი ძირითადად წინააღმდეგია", - ამბობს ბუდანოვი.


close დახურვა