logo
ENG



უკრაინის დაზვერვის ცნობით, ამჟამად რუსეთს იმ რაკეტების 45% აქვს, რაც ომამდე ჰქონდა

27 აგვ 202219:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/re3mrqa5wpd2ek9.jpg

უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის ცნობით, რუსეთმა უკრაინასთან ომში მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი თითქმის სრულად ამოწურა. მისი ცნობით, რუსეთს "კალიბრის", "ისკანდერის" და "კინჟალის" რაკეტების მცირე არსენალი აქვს დარჩენილი.

სკიბიცკი აცხადებს, რომ რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების დაახლოებით 45% აქვს დარჩენილი. "ისკანდერის" რაკეტების რაოდენობა კი პირვანდელი რიცხვის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

„რაკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით სიტუაცია სერიოზულია. ჩვენი დათვლებით, მათ იმ რაკეტების 45%-ზე მეტი არ აქვთ, რაც ომამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით "ისკანდერების" დეფიციტი აქვთ - საწყისი რაოდენობის მხოლოდ 20% დარჩათ, შესაძლოა ნაკლებიც. სიტუაცია სერიოზულია "კალიბრის" რაკეტების კუთხითაც, ეს ეფექტური იარაღია მაგრამ ბევრი აღარ დარჩათ. ამიტომაა, რომ რუსები იყენებენ  X-22 და C-300 რაკეტების მხოლოდ სახმელეთო ვერსიებს, მაგრამ ეს რეზერვებიც კი ეწურებათ“ - აცხადებს სკიბიცკი.

სკიბიცკის ცნობით, ყველა ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით რუსეთს ამჟამად რეზერვების 30% აქვს, თუმცა ის აცხადებს, რომ ოკუპანტებს თითქმის სრულად ამოეწურათ ზოგიერთი ტიპის რაკეტა, მაგალითად ისკანდერები.

უკრაინის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაზე სხვა ტიპის თავდასხმებს დაიწყებს. კონკრეტულად, ოკუპანტებმა ახლომდებარე, 70 - 100 კილომეტრამდე რადიუსში არსებულ ობიექტებზე შეტევისთვის "ურაგანის" და "სმერჩის" რაკეტების გამოყენება აქტიურად დაიწყეს.


close დახურვა